top of page
EntrCourseWeb.png

StartUp Sprint

ტრენერები:

ირაკლი ქაშიბაძე, მედეა ჯანჯღავა, კალ დოიჩი, ჯეფ ვოლესი 

ხანგრძლივობა:

10 შეხვედრა / 30 სთ

შეხვედრები გაიმართება საღამოს საათებში

ჩატარების ადგილი:

ტერმინალი/ვაკის ფილიალი (AXIS Palace)

12 ივნისი

ტრენინგის დასაწყისი

ღირებულება:

750 ლარი

რეგისტრაცია 30 მაისამდე

კურსის აღწერა

Კურსის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის დახმარებით მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გამოიმუშავებენ უნარებს, რომელიც დაეხმარებათ ჩამოაყალიბონ სტარტაპ იდეა და მოახდინონ მისი ტესტირება, ვალიდაცია, განვითარება. Პრაქტიკოსი მენტორები მათ დაეხმარებიან როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სესიების ფარგლებში იმუშაონ რეალურ პრობლემებზე და კურსის გავლის შემდგომ შეძლონ სტარტაპ იდეის  pitch deck-ის მომზადება და მისი წარდგენა.
 

Კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

  • იდენტიფიცირება მოახდინოს და შეისწავლოს მნიშვნელოვანი პრობლემები;

  • დააგენერიროს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სტარტაპ იდეა;

  • Შეაფასოს სტარატაპ იდეა;

  • Ჩამოაყალიბოს სტარტაპ გუნდი და გაანაწილოს როლები გუნდში;

  • აწარმოოს სტარტაპ იდეის ვალიდაციისათვის საჭირო კვლევა;

  • Სოციალური პლატფორმების დახმარებით მოახდინოს იდეის ტესტირება რეალურ მომხმარებელთან;

  • განსაზღვროს და გამოიყენოს ოპტიმალური ბიზნეს მოდელი;

  • განახორციელოს სტარტაპ იდეის სწრაფი ვალიდაცია;

  • Მოამზადოს და წარადგინოს pitch deck;

  • Მოამზადოს საინვესტიციო, საგრანტო წინადადება;

ვისთვისაა კურსი განკუთვნილი?

  • Სტარტაპერებისათვის, რომელთაც სურთ იდეის განვითარება;

  • Სტარტაპ კომპანიის გუნდის წევრებისათვის;

  • C-level მენეჯერებისა და კომპანიის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც სურთ შიდა ინოვაციების დანერგვა, განვითარება კომპანიაში;

  • Სტარტაპის დაფუძნებით დაინტერესებული ადამიანებისათვის;

Სწავლების მეთოდოლოგია

Სწავლების პროცესში გამოყენებულია PBL -პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მოდელი;

Პრაქტიკული სწავლება დაეხმარება სტუდენტებს რეალურ გარემოში იმუშაონ პროექტების განვითარებაზე;

ინდივიდუალური მიდგომა და board meeting-ები უზრუნველყოფს განსხვავებული იდეების სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებას;

გუნდური მუშაობა დაეხმარება მონაწილეებს ახალი გამოცდილების, კონტაქტების შეძენასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში;

ტრენერები

Future Laboratory დაარსდა 2016 წელს ირაკლი ქაშიბაძის მიერ, რომელიც ბოლო 15 წელია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მოღვაწეობს. მის სახელს უკავშირდება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ტექნოპარკები საქართველოს მასშტაბით (6 ტექნოპარკი), Fablabs (21 Fablab) და უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიები (3), სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“.

Future Laboratory-ს პროექტების ფარგლებში განხორციელდა: 12 პრე-აქსელერაციის/აქსელერაციის პროგრამა, გადამზადდა 110-ზე მეტი სტარტაპი, რომელთაც მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს ჩვენთან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე.

Სილაბუსი:

1 კვირა

2 კვირა

3 კვირა

4 კვირა

5 კვირა

შეხვედრა N1

- სტარტაპისა და მეწარმეობის მნიშვნელობა;

- წარმატებული ქართული სტარტაპ კომპანიების ქეისები;

- სტარტაპ ეკოსისტემაში არსებული ორგანიზაციები და მათ საქმიანობა

 

შეხვედრა N2

რატომ არის პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი მნიშვნელოვანი?

 

პრობლემ Canva -როგორ მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება/პრობლემ კანვას მნიშვნელობა სტარტაპ იდეის ჩამოყალიბებაში; პრობლემ კანვას დეტალური გაცნობა; მაგალითების განხილვა;

 


Board meeting- ინდივიდუალური მენტორშიფ შეხვედრა სტარტაპის გუნდთან. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 15 წუთი. შეხვედრაზე მენტორებთან განხილული იქნება სტარტაპის პროგრესი, პრობლემა, კითხვები და შედგება შემდგომი სპრინტი სტარტაპის განვითარებისათვის.

შეხვედრა N3

- როგორ ჩამოვაყალიბოთ სტარტაპ იდეა;

- ღირებული შეთავაზების ფორმირება -Value proposition;
- როგორ მოვახდინოთ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და იდეის ტესტირება;

შეხვედრა N4

- ონლაინ მარკეტინგის როლი სტარტაპის განვითარებაში. როგორ გამოვიყენოთ ონლაინ პლატფორმები იდეის ვალიდაციისათვის/ პლატფორმების განსაზღვრა, შერჩევა;

- სტარტაპ იდეების ტესტირების მეთოდები, ტესტის პრინციპით ინდივიდუალური შეკითხვების მომზადება;

Board meeting- ინდივიდუალური მენტორშიფ შეხვედრა სტარტაპის გუნდთან. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 15 წუთი. შეხვედრაზე მენტორებთან განხილული იქნება სტარტაპის პროგრესი, პრობლემა, კითხვები და შედგება შემდგომი სპრინტი სტარტაპის განვითარებისათვის.

შეხვედრა N5

- გუნდის მნიშვნელობა სტარტაპის განვითარებაში;

- გუნდის წევრების შერჩევა/როლების განაწილება გუნდში/ მაგალითების განხილვა;

- გუნდებში საჭირო წევრების იდენტიფიცირება, სტრატეგიის შემუშავება გუნდში წევრების მოსაძიებლად, გუნდის წარდგენა;

 

შეხვედრა N6

- ბიზნეს მოდელი სტარტაპებისათვის/ბიზნეს მოდელების გაცნობა/კომპანიების ქეისების განხილვა/ბიზნეს მოდელებზე მუშაობა;

- ფინანსები/ფინანსური პროგნოზების ეფექტურად განსაზღვრა;

- ფინანსები - მნიშვნელოვანი მეტრიკები სტარტაპებისათვის

Board meeting- ინდივიდუალური მენტორშიფ შეხვედრა სტარტაპის გუნდთან. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 15 წუთი. შეხვედრაზე მენტორებთან განხილული იქნება სტარტაპის პროგრესი, პრობლემა, კითხვები და შედგება შემდგომი სპრინტი სტარტაპის განვითარებისათვის.

შეხვედრა N7

- ბაზრის კვლევა, როგორ განვსაზღვროთ სამიზნე ბაზარი?

- კონკურენტების შესწავლა ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე

შეხვედრა N8
- დაფინანსება- ინვესტორების სახეები, საინვესტიციო წინადადება

- Საგრანტო შესაძლებლობები საქართველოში

Board meeting- ინდივიდუალური მენტორშიფ შეხვედრა სტარტაპის გუნდთან. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 15 წუთი. შეხვედრაზე მენტორებთან განხილული იქნება სტარტაპის პროგრესი, პრობლემა, კითხვები და შედგება შემდგომი სპრინტი სტარტაპის განვითარებისათვის.

შეხვედრა N9

- რა არის ფიჩი, ფიჩ პრეზენტაციების სახეები, მაგალითების განხილვა

- საჯარო გამოსვლა და ეფექტური პრეზენტაციის წარდგენა

 

შეხვერდა N10

- Პანელური დისკუსია ქართველ წარმატებულ სტარტაპერებთან (Omofox, TTM Group, Kvalifika, B2C, ბილიკი, WebApp)

 

-დემო დღე, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია

წარმატებული სტარტაპები Future Laboratory-ს პროგრამიდან

voovoo.png
green.png
sos auto.png
ivi.png
develops.ge.png
55.png
White Room

დარეგისტრირდი

დარეგისტრირდი კურსზე

bottom of page