პროგრამის შესახებ
დღევანდელი რეალობა მშობლებისთვის თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ მათ შვილებს სჭირდებათ 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების განვითარება. სამწუხაროა ისიც, რომ ბავშვები ვერ ახერხებენ ამ უნარების სკოლაში ათვისებას, რადგან სასკოლო სისტემა არ არის მასზე ორიენტირებული.
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კრიტიკული აზროვნება გადამწყვეტი ხდება. ბავშვისთვის აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარება მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.
მოცემული პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ფსიქოლოგების მიერ, დაეხმარება ბავშვს ჩამოიყალიბოს და განივითაროს
-
ლოგიკური აზროვნება;
-
დამოუკიდებელი მსჯელობა;
-
ინფორმაციის ანალიზი;
-
გადაწყვეტილების მიღება;
-
კრეატიულობა;
-
გუნდური მუშაობის უნარები;
შედეგად, მოცემული კურსი აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას გაიძლიეროს ის უნარები, რომელიც მეცნიერებისა და განათლების წამყვანი სპეციალისტების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.
კურსის დეტალები:
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვებიან გუნდურ სესიებში, რომელებიც შედგენილია ფსიქოლოგების მიერ. სესიის პროცესში მოსწავლეებს ექნებათ საშუალება წაიკითხონ, გაეცნონ დავალების პირობას, გაუზიარონ პირობა გუნდის წევრებს, იმსჯელონ, ჩამოაყალიბონ არგუმენტები, მიიღონ გადაწყვეტილებები, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად.
სხვადასხვა ტიპის დავალებებზე მუშაობისას მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ანალიტიკურ და პიროვნულ უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობას, დასკვნების გამოტანის , მსჯელობის, გუნდური მუშაობის უნარებს.
პროცესს გაუძღვებიან სპეციალიზირებული მასწავლებლები.
კურსის გავლის შემდეგ ბავშვს შეეძლება:
-
სწორად მოახდინოს კითხვების ფორმირება;
-
დამოუკიდებლად გადაამოწმოს და შეაფასოს მიღებული ინფორმაცია;
-
გაიაზროს მიღებული ინფორმაცია, წაკითხული ტექსტი;
-
ეფექტურად იმუშაოს გუნდთან ერთად;
-
გამოიტანოს ლოგიკური დასკვნები ობიექტურ ინფორმაციებზე დაყრდნობით;
-
შეძლოს სწორი არგუმენტების ფორმირება;
-
ობიექტურად შეაფასოს შესაძლო გადაწყვეტილებები და შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტები;
-
გადაჭრას კომპლექსური პრობლემები.
Სწავლების მეთოდოლოგია
Სწავლების პროცესში გამოყენებულია PBL -პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მოდელი;
Პრაქტიკული სწავლება დაეხმარება სტუდენტებს რეალურ გარემოში იმუშაონ პროექტების განვითარებაზე;
ინდივიდუალური მიდგომა უზრუნველყოფს განსხვავებული იდეების სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებას;
გუნდური მუშაობა დაეხმარება მონაწილეებს ახალი გამოცდილების, კონტაქტების შეძენასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში;
ვინ ვართ ჩვენ ?
Future Laboratory (მომავლის ლაბორატორია) ლიდერია ქართულ ბაზარზე საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით.ჩვენ უკვე 44 ქართულ სკოლაში განვახორციელეთ ინოვაციური პროექტები. ვნერგავთ ინფრასტრუქტურას ინოვაციებისათვის, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მომავლის პროფესიების სწავლებას PBL მეთოდოლოგიით.
Future laboratory-ს კერძო სკოლებში დანერგილი აქვს მიმართულება “მომავლის პროფესიები”, სადაც ხდება ისეთი საგნების სწავლება როგორიცაა: რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ელექტრონიკა. სწავლება ხორციელდება PBL მეთოდოლოგიით. საგნების სწავლება ხდება სკოლების ბაზაზე, Future Laboratory ის მიერ გახსნილ Fab Lab ებში. პროგრამა ასევე მოიცავს მინი აქსელერაციას - იდეათონს.
ჩვენი პროექტები განხორციელებულია შემდეგ სკოლებში:
-
ევროპული სკოლა
-
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
-
წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
-
ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკარი
-
შ.პ.ს სკოლა გიჩი ჯეჯილი
ბაქსვუდის და ევროპულ სკოლაში განხორციელებული და დანერგილი გვაქვს ფაბრიკაციის ლაბორატორია future lab ები დაპროექტებული და აღჭურვილი საჭირო დანადგარებით, როგორიცაა: ლაზერული მჭრელი, cnc რუტერი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი საკერავი მანქანა და სხვა.
ჩვენი პროექტები

FabLab და STEAM პროექტი ევროპულ სკოლაში

პროექტი მომავლის პროფესიები
იტალიური სკოლა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ინოვაციების ლაბორატორია

პროექტზე დაფუძნებული სწავლება N64 საჯარო სკოლის ბაზაზე

FabLab და STEAM პროექტი სკოლა ჯეჯილში

Co-Working Space და Startup Accelerator საქართველოს უნივერსიტეტში

მშობლის ინფორმაცია
ბავშვის ინფორმაცია
Please fill in all mandatory fields
An error occurred. Try again later