top of page

Terms and Conditions

რეგისტრაცია და მონაწილეობა:

  • რეგისტრაციის ფორმა: პირობების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, ავტომატურად გადამისამართდებით სარეგისტრაციო ფორმაზე.

  • იდეის მოთხოვნა: მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპის იდეა, რომელიც აშშ-ის ბაზარზეა ორიენტირებული.

  • რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 სექტემბრამდე.

  • პროგრამის მიზანი: აშშ-ის ბაზარზე ორიენტირებული სტარტაპების განვითარება ინვესტირებისა და აქსელერაციის შეთავაზებით, წილის სანაცვლოდ.

  • განმცხადებელი: სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი.

  • სისტემა: რეგისტრაცია და განაცხადების წარდგენა ხდება Dealum.com-ის პლატფორმაზე.

პროგრამის ეტაპები და ვადები:

  • I ეტაპი (პრეაქსელერაცია):

    • 15 სექტემბრის შემდეგ, 25 გუნდი შეირჩევა 1-თვიანი პრეაქსელერაციისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება.

    • იდეის ტესტირება მოხდება აშშ-ის ბაზარზე UC Berkeley-ისა და სილიკონ ველის სპეციალისტების ჩართულობით.

  • II ეტაპი (აქსელერაცია):

    • პრეაქსელერაციის შედეგად, 20 გუნდი გადავა 2-თვიან აქსელერაციის ეტაპზე (ოქტომბერი-ნოემბერი).

    • მონაწილეები მიიღებენ 10,000 ლარს პირველადი პროტოტიპის დასამზადებლად.

  • დემო დღე:

    • აქსელერაციის დასრულების შემდეგ, დეკემბერში, გუნდები წარადგენენ თავიანთ პროტოტიპებს დემო დღეზე.

  • საბოლოო ეტაპი (სილიკონ ველი):

    • ყოველი ნაკადიდან 5 საუკეთესო გუნდი მიიღებს დაფინანსებას სილიკონ ველზე 1-კვირიანი ვიზიტისთვის, სადაც შეხვდებიან VC ფონდებსა და პარტნიორებს.

დაფინანსება და წილები:

  • პრეაქსელერაცია და აქსელერაცია:

    • სრული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 24,000 აშშ დოლარს (Cash and in-kind).

    • სტარტაპი 6%-იანი წილის დათმობის სანაცვლოდ მიიღებს 10,000 ლარს ნაღდი ფულის ინვესტიციის, ასევე აქსელერაციის პროგრამას UC Berkeley-ს და სილიკონ ველის სპეციალისტების და მენტორების ჩართულობით და სხვა სერვისებს ამერიკის ბაზარზე სტარტაპის განსავითარებლად.

  • მხოლოდ პრეაქსელერაციის გავლა:

    • იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ვერ მოხვდება აქსელერაციის ეტაპზე, ის დათმობს 4%-იან წილს და მიიღებს წვდომას ონლაინ ლექციებზე, მენტორულ სესიებსა და პარტნიორ ვენჩურულ ფონდებთან ფულადი ინვესტიციის გარეშე.

მონაწილის ვალდებულებები:

  • აქტიური ჩართულობა: მონაწილეები ვალდებულნი არიან დაესწრონ დაგეგმილი შეხვედრების მინიმუმ 70%-ს. პირველ ეტაპზე 3-ზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სტარტაპი ვერ გადავა მეორე ეტაპზე და ვერ მიიღებს დაფინანსებას. მეორე ეტაპზე მაღალი დასწრების გაცდენების შემთხვევაში სტარტაპი დააბრუნებს ინვესტიციას.

  • იურიდიული ფორმა: აქსელერაციის ეტაპზე გადასვლისას, გუნდმა უნდა დააფუძნოს შპს საქართველოში ან სააქციო საზოგადოება. შემდგომი ინვესტირებისთვის კი — C-corp (აშშ-ში).

  • ხელშეკრულება: აქსელერაციის ეტაპზე მონაწილეები „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერთან“ აფორმებენ წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას.

  • პროგრამის შეწყვეტის სანქცია: თუ მონაწილე აქსელერაციის ეტაპზე მიიღებს 10,000 ლარს და შემდეგ უარს იტყვის პროგრამის დემო დღეზე გასვლაზე, ის ვალდებული იქნება აანაზღაუროს ინვესტიციის სრული მოცულობა — 24,000 აშშ დოლარი.

  • პროექტზე მუშაობის ვალდებულება: პროგრამის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვის განმავლობაში გუნდებმა უნდა განაგრძონ პროექტზე მუშაობა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს ჯამური ინვესტიციის უკან დაბრუნება.

  • სილიკონ ველზე გამგზავრება: შერჩეული გუნდი ვალდებულია გაემგზავროს სილიკონის ველზე საინვესტიციო ტურში მონაწილეობისთვის.

Registration and Participation:

  • Registration Form: After reviewing and agreeing to the terms, you will automatically be redirected to the registration form.

  • Idea Requirement: Participants must have an innovative/technological startup idea focused on the U.S. market.

  • Registration Deadline: Registration is open until September 15.

  • Program Objective: Development of startups oriented toward the U.S.

  • market through investment and acceleration, in exchange for equity.

  • Applicant: An adult individual or a group of individuals.

  • System: Registration and application submissions are processed through the Dealum.com platform.

Program Stages and Timeline:

Stage I (Pre-Acceleration):

  • After September 15, 25 teams will be selected for a 1-month pre-acceleration beginning in September.

  • Ideas will be tested in the U.S. market with the involvement of specialists from UC Berkeley and Silicon Valley.

Stage II (Acceleration):

  • Following pre-acceleration, 20 teams will advance to a 2-month acceleration stage (October-November).

  • Participants will receive GEL 10,000 for initial prototype development.

Demo Day:

  • After the acceleration stage concludes, teams will present their prototypes during a Demo Day in December.

Final Stage (Silicon Valley):

  • The top 5 teams from each batch will receive funding for a 1-week visit to Silicon Valley, meeting with VC funds and partners.

Funding and Equity:

Pre-Acceleration and Acceleration:

  • Total investment value is $24,000 (cash and in-kind).

  • In exchange for 6% equity, startups receive GEL 10,000 in cash investment, an acceleration program involving specialists and mentors from UC Berkeley and Silicon Valley, and other services aimed at U.S. market development.

Only Pre-Acceleration Completion:

  • Teams not advancing to the acceleration stage will concede 4% equity, gaining access to online lectures, mentoring sessions, and partner venture funds without monetary investment.

Participant Obligations:

Active Engagement: Participants must attend at least 70% of scheduled meetings. More than 3 absences during the first stage disqualify startups from advancing to the second stage and receiving funding. Excessive absences in the second stage will require the return of the investment.

Legal Entity: Upon advancing to the acceleration stage, the team must establish an LLC or joint-stock company in Georgia. For subsequent investments, a U.S.-based C-Corp is required.

Agreement: At the acceleration stage, participants must sign a preliminary equity purchase agreement with Future Laboratory Ventures.

Program Termination Penalty: If a participant receives GEL 10,000 during the acceleration stage and subsequently refuses to participate in Demo Day, they must reimburse the full investment amount of $24,000.

Project Continuation Obligation: Teams must continue working on the project for at least 3 months after program completion. Failure to comply grants the company the right to reclaim the total investment.

Silicon Valley Trip: Selected teams are required to participate in the investment tour in Silicon Valley.

bottom of page