top of page
IMG_4061.JPG

მომავლის ინოვატორი: Silicon Valley მეწარმეობის კურსი ბავშვებისთვის

ტრენერები:

ირაკლი ქაშიბაძე, მედეა ჯანჯღავა, ნინი დევაშვილი

ხანგრძლივობა:

6 კვირა (კვირაში 2 დღე, ერთ-ერთი შაბათი)

ჩატარების ადგილი

ტერმინალი/ვაკის ფილიალი (AXIS Palace)

ასაკი

11-15 წელი

ღირებულება:

450 ლარი

რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით

სილიკონის ველის წამყვან ექსპერტებთან და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სტარტაპ პროექტების დამფუძნებლებთან ერთობლივად შექმნილი ეს კურსი, აერთიანებს ინოვაციური მეწარმეობის ფუნდამენტურ ელემენტებს, პრაქტიკული სწავლების გამოცდილებას და პიროვნული უნარების განვითარების შესაძლებლობას.

ამზადებთ თუ არა თქვენს შვილს ტექნოლოგიური ეპოქისთვის, სადაც მან საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ? !

მომავლის ლაბორატორიაში ჩვენ გვჯერა თითოეული ბავშვის პოტენციალის, შექმნას გლობალური მნიშვნელობის ინოვაცია ან საკუთარი სტარტაპი, გახდეს ლიდერი და წარმატებული მეწარმე.

კურსის ფარგლებში მოსწავლეები:

  • იმუშავებენ საკუთარ სტარტაპ იდეაზე, მის ბიზნეს მოდელზე და შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზე;

  • განავითარებენ ინოვაციური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის  და ლიდერობის უნარებს;

  •  ისწავლიან თუ, როგორ უნდა მართონ ტექნოლოგიური პროექტები და შექმნან მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტი თუ სერვისი;

  •  შეხვდებიან წარმატებულ სტარტაპ მეწარმეებს;

  • Მოსწავლეები ასევე გახდებიან ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის წევრი, სადაც პერიოდულად შეძლებენ სხვა ახალგაზრდა ინოვატორებთან შეხვედრას, მათ გაცნობას და ერთობლივ პროექტებზე მუშაობას. მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა ინოვაციურ კონკურსში, საერთაშორისო და ადგილობრივ სტარტაპ მეწარმეების და ექსპერტების შეხვერდებში.

რას მოიცავს კურსი:

  • პრაქტიკული მეცადინეობები;

  •  შეხვედრები მოქმედი წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან;

  • მუშაობა საკუთარ ინოვაციურ სტარტაპ იდეაზე;

  • გასვლითი ვიზიტი ტექნოპარკში;

  • კლუბის წევრობა შემდგომი მონაწილეობის შესაძლებლობით Future Laboratory-ს ღონისძიებებში, პროგრამებსა და შეხვედრებში;

  • ფასდაკლება Future Laboratory-ს საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო და საერთაშორისო პროგრამებზე;

  • ორენოვანი სერთიფიკატი;

ვისთვისაა კურსი განკუთვნილი?

  • Მოსწავლეებისათვის რომელთაც სურთ განივითარონ მეწარმეობის უნარები;

  • Გახდნენ მომავალი სტარტაპერები;

  • Შეიძინონს XI საუკუნის უნარები;

  • ისწავლონ პრაქტიკაზე დაფუძნებული მოდელით საერთშორისო ექსპერტებისაგან;

Სწავლების მეთოდოლოგია

Სწავლების პროცესში გამოყენებულია PBL -პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მოდელი;

Პრაქტიკული სწავლება დაეხმარება სტუდენტებს რეალურ გარემოში იმუშაონ პროექტების განვითარებაზე;

ინდივიდუალური მიდგომა და board meeting-ები უზრუნველყოფს განსხვავებული იდეების სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებას;

გუნდური მუშაობა დაეხმარება მონაწილეებს ახალი გამოცდილების, კონტაქტების შეძენასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში;

ვინ ვართ ჩვენ ?


Future Laboratory (მომავლის ლაბორატორია) ლიდერია ქართულ ბაზარზე საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით.ჩვენ უკვე 44 ქართულ სკოლაში განვახორციელეთ ინოვაციური პროექტები.  ვნერგავთ ინფრასტრუქტურას ინოვაციებისათვის, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მომავლის პროფესიების სწავლებას PBL მეთოდოლოგიით.
 

Future laboratory-ს კერძო სკოლებში დანერგილი აქვს მიმართულება “მომავლის პროფესიები”, სადაც ხდება ისეთი საგნების სწავლება როგორიცაა: რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ელექტრონიკა. სწავლება ხორციელდება PBL მეთოდოლოგიით. საგნების სწავლება ხდება სკოლების ბაზაზე, Future Laboratory ის მიერ გახსნილ Fab Lab ებში. პროგრამა ასევე მოიცავს მინი აქსელერაციას -  იდეათონს.

ჩვენი პროექტები განხორციელებულია შემდეგ სკოლებში: 

  • ევროპული სკოლა

  • ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

  • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

  • ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკარი

  • შ.პ.ს სკოლა გიჩი ჯეჯილი

ბაქსვუდის და ევროპულ სკოლაში განხორციელებული და დანერგილი გვაქვს ფაბრიკაციის ლაბორატორია future lab ები დაპროექტებული და აღჭურვილი საჭირო დანადგარებით, როგორიცაა: ლაზერული მჭრელი, cnc რუტერი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი საკერავი მანქანა და სხვა.
 

მენტორები

1.png

ლევან მესხიშვილი

WebApp - CEO/Founder

2.png

მახო ქიტუაშვილი

OMOFOX - CEO/Founder

3.png

თორნიკე ცირამუა

BilikiApp - CEO/Founder

87.png

გუჯა ნარიმანიშვილი

Travel Guide- CEO/Founder

ჩვენი პროექტები

27_edited.jpg

FabLab და STEAM პროექტი ევროპულ სკოლაში

267711679_1376350339484506_8230406932874948885_n_edited.jpg

პროექტი მომავლის პროფესიები

იტალიური სკოლა

IMG_4057_edited_edited.jpg

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ინოვაციების ლაბორატორია

45004855_261458587743772_775495249965560

პროექტზე დაფუძნებული სწავლება N64 საჯარო სკოლის ბაზაზე

116313414_1016753758777501_7788992874753748777_n_edited.jpg

FabLab და STEAM პროექტი სკოლა ჯეჯილში

35160579_2098921910367012_71568725656112

Co-Working Space და Startup Accelerator საქართველოს უნივერსიტეტში

skola.jpg

მშობლის ინფორმაცია

ბავშვის ინფორმაცია

Please fill in all mandatory fields

An error occurred. Try again later

bottom of page