top of page
Mobile Web Design

ციფრული პროექტების მართვა

ხანგრძლივობა:

2 თვე / 28 საათი

კურსის ფორმატი:

ინტერაქტიული ლექცია, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო.

ჩატარების ადგილი:

ჰიბრუდული: ონლაინ/ადგილზე

მისამართი: 71 ვაჟა-ფშაველას გამზირი, რეგუსი

ტრენინგის დასაწყისი

18 სექტემბერი

ღირებულება:

990 ლარი

კურსის აღწერა

​კურსი მოიცავს პროექტების ეფექტურად მართვისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. კურსის
გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება თეორიული ცოდნა თუ როგორ იმართება პროექტები, რა
მეთოდოლოგიები არსებობს, რა პროცესით და ვის მიერ ხდება პროექტების მართვა, როგორ
შევადგინოთ პროექტის მართვის გეგმა, დავადგინოთ ვინ არის ჩვენი მომხმარებელი და რა
საჭიროებები აქვთ მათ.
კურსი გაჯერებული იქნება გუნდური აქტივობებით. ხოლო ბოლო ლექციაზე სტუდენტები
წარმოადგენენ პროექტებს, რომელიც მოიცავს ყველა განვლილ მნიშვნელოვან ასპექტს. რაც
დაეხმარებათ მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

ტრენერების შესახებ

გიორგის შესახებ:

 

პროფესიონალი პროექტებისა და პროდუქტების მენეჯმენტში 11 წელზე მეტი გამოცდილებით. წლების მანძილზე გიორგი მუშაობდა სხვადასხვა წარმატებულ და გამორჩეულ კომპანიაში. ამჟამად იკავებს ასოცირებული პარტნიორის პოზიციას კომპანია "Noxtton" -ში, სადაც აქტიურად მუშაობს ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე.

გიორგი არის "ProdAct Community Georgia"-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - ეს არის პირველი ქართული Community, რომლის მიზანია ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების შემქმნელების გაერთიანება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის აჩქარება;

დამატებით არის მოწვეული ლექტორი ციფრული პროდუქტების შექმნის კურსზე "Academy of Digital Industry"-ში.

გვანცას შესახებ:

აქვს მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში. კარიერის განმავლობაში უმუშავია პროექტების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პოზიციებზე. აქვს Waterfall და Agile მიდგომით პროექტების მართვის 5 წლიანი გამოცდილება. იგი ავითარებდა სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო პროდუქტებს. ამავე კომპანიაში იკავებდა Scrum Master/Agile Coach-ის პოზიციას, ხოლო ბოლო წლებში მართავდა Agile Coach-ების სამსახურს. 

 

არის https://www.scrum.org -ის მიერ სერთიფიცირებული Product Owner და Scrum Master-ი (სერთიფიკატები: PSPOII, PSMI,PSMII).

სილაბუსი

სარეგისტრაციო ფორმა

An error occurred. Try again later

An error occurred. Try again later

An error occurred. Try again later

An error occurred. Try again later

An error occurred. Try again later

Your content has been submitted

An error occurred. Try again later

bottom of page