top of page

NEWS

Future Laboratory Ventures-ი სილიკონის ველის ვენჩურულ კაპიტალთან წვდომას ამარტივებს

549011846_1894862517999390_5273230383228943_n.jpg

Future Laboratory Ventures-მა და UC Berkeley-ის ბიზნეს ინოვაციების ინსტიტუტმა ერთობლივი კვლევა — „Investment Readiness Playbook“ წარმოადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ბაზრების სტარტაპების მხარდაჭერას, რათა მათ სილიკონის ველისა და აშშ-ის ვენჩურულ კაპიტალისტებთან უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.

ეს კვლევა წარმოადგენს სახელმძღვანელოსა და სისტემას, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ Future Laboratory Ventures-ის პორტფოლიოში შემავალ სტარტაპებს, არამედ აქვს უფრო ფართო მისია — ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების სტარტაპებს, გაზარდონ თავიანთი პოტენციალი და დააკმაყოფილონ ის სტანდარტები, რომლებსაც სილიკონის ველის ინვესტორები ეძებენ.

Irakli Kashibadze
 
Managing Partner Future Laboratory Ventures

 

კვლევა მოიცავს აუცილებელ კრიტერიუმებსა და ძირითად კომპონენტებს, რაზეც სტარტაპებმა თავიანთი განვითარების პროცესში უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს კრიტერიუმები მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს, არამედ იურიდიულ, ორგანიზაციულ და მენტალურ ასპექტებსაც.

Future Laboratory Ventures გეგმავს ამ სისტემის ინტეგრირებას თავის აქსელერაციის პროგრამაში, რათა სტარტაპებს სილიკონის ველზე წარმატების მისაღწევად უფრო ეფექტური ინსტრუმენტები შესთავაზოს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მენტორობასა და გარე პარტნიორების ჩართულობას, მაგალითად, იურიდიული მიმართულებით — კომპანია Pillsbury-სა და სხვებს.

 

საბოლოოდ, ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს ნდობის გაღრმავებას, რათა Future Laboratory Ventures-ისა და მთლიანად რეგიონის სტარტაპებისთვის ვენჩურულ კაპიტალთან წვდომა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს.

548312285_1894862391332736_3234768050504229126_n.jpg
bottom of page