NEWS
Future Laboratory Ventures-ი სილიკონის ველის ვენჩურულ კაპიტალთან წვდომას ა მარტივებს

Irakli Kashibadze
Managing Partner Future Laboratory Ventures
კომპანიები და ინვესტორები აქტიურად ცდილობენ, ამ სწრაფად მზარდ სექტორში როგორც პროდუქტების, ისე ინვესტიციების კონცენტრირება მოახდინონ.
ამ ტენდენციის ფონზე, „Future Laboratory Ventures“-მა მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან შეხვედრაში, რომლის მთავარი მიზანი პორტფოლიო სტარტაპებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია Intercom-თან თანამშრომლობაზე. Intercom-ი, რომელიც AI-ზე დაფუძნებულ მომხმარებელთა მომსახურების პლატფორმას წარმოადგენს, სტარტაპებს სთავაზობს სპეციალურ პროგრამებსა და პროდუქტებს. აღნიშნული ინსტრუმენტები მალე ხელმისაწვდომი გახდება „Future Laboratory Ventures“-ის პორტფოლიოში შემავალი კომპანიებისთვის, რაც მათ მომსახურების ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ვენჩურული ფონდის მმართველი პარტნიორი ესწრებოდა, დამყარდა კონტაქტები AI სტარტაპებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებთან. ერთ-ერთი ასეთი გავლენიანი მოთამაშეა Alumni Ventures, ამერიკული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2025 წლისთვის 1.5 მილიარდ დოლარს მართავს და 1600-ზე მეტ კომპანიაში აქვს ინვესტიცია განხორციელებული.
ამასთან, იზრდება ინტერესი „Future Laboratory Ventures“-ისა და UC Berkeley IBI-ის ერთობლივი ღონისძიების მიმართ, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო მზაობის გზამკვლევი, რაც სტარტაპებს დაფინანსების მოპოვების პროცესში დაეხმარება.

